თავში

ჩერჩილის, ბაყაყი კერმიტისა და ჯენეტ ჯექსონის ხმებს ისტორიას შეუნახავენ

​ჩერჩილის, ბაყაყი კერმიტისა
ჩერჩილის, ბაყაყი კერმიტისა და ჯენეტ ჯექსონის ხმებს ისტორიას შეუნახავენ

აუდიონაკადების ინტერნეტ სერვისი Spotify საკუთარ სერვერზე ყოველდღიურად 60 000 აუდიოჩანაწერს ტვირთავს.

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა კი წელიწადში მხოლოდ 25 ჩანაწერს აარქივებს. ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე ჩანაწერები შთამომავლობისთვის ინახება.

ისტორიისთვის განკუთვნილი ჩანაწერების ახალი სია ახლახან გამოქვეყნდა. ჩამონათვალში უინსტონ ჩერჩილი, ჯენეტ ჯექსონი და ცნობილი თოჯინების, მაპეტების ერთ-ერთი გმირი - ბაყაყი კერმიტი მოხვდა.

საარქივო მასალაში ჩერჩილის 1941 წლის თეთრ სახლში საშობაოდ წარმოთქმული სიტყვა შევიდა. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის საჰაერო ძალები ამერიკის შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტს პერლ-ჰარბორის ბაზაზე, კუნძულ ჰავაიზე თავს დაესხნენ. ამის შემდეგ აშშ მეორე მსოფლიო ომში იაპონიის, გერმანიისა და იტალიის წინააღმდეგ ჩაება. მიმართვაში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაიცემოდა, ჩერჩილი სამყაროს ომის საშობაოდ, დროებით შეჩერებისკენ მოუწოდებდა.

"დაე ბავშვებმა სიცილისა და მხიარულების ღამე გაატარონ", - მიმართა მსოფლიოს ჩერჩილმა.

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის რეესტრში ჯენეტ ჯექსონის 1989 წლის ალბომი შევიდა. სიაზე მომუშავე პირების განცხადებით, ჩანაწერის ღირებულება მისი შინაარსიდან გამომდინარეობს. მომღერალმა უარი თქვა კომერციულ მოგებაზე და ალბომი სოციალური უსამართლობის, რასიზმის, სიღარიბისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა.

აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის რეესტრში ბაყაყი კერმიტი 1979 წლის სიმღერა The Rainbow Connection-ით მოხვდა, რომელიც თოჯინების პოპულარული კომედი-შოუს მთავარ თემად იქცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system