თავში

ჩერნობილში, შესაძლოა, კიდევ ერთი აფეთქება მოხდეს

ჩერნობილში, შესაძლოა, კიდევ ერთი აფეთქება მოხდეს
ჩერნობილში, შესაძლოა, კიდევ ერთი აფეთქება მოხდეს

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ჩერნობილში კიდევ ერთი აფეთქება მოხდეს მიწისქვეშა ოთახში ნეიტრონების რაოდენობის ზრდის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ Business Insider ავრცელებს.

მეცნიერები, რომლებიც ჩერნობილში სიტუაციას სწავლობენ, არ გამორიცხავენ კიდევ ერთი აფეთქების შესაძლებლობას, რადგან, როგორც ისინი ხსნიან, მიწისქვეშა ოთახში რადიოაქტიური მასალა ღვივდება. შედარებისთვის, ის ძალიან ჰგავს ნაკვერჩხალს, რომელიც თანდათან უფრო ცხელდება და შესაძლოა, აალდეს. 

მიუხედავად ამისა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ პრობლემა თავისთავად მოგვარდება. ნეიტრონების რაოდენობა უკვე ოთხი წელია იმატებს, რაც მომდევნო რამდენიმე წელი კიდევ გაგრძელდება, ისე რომ აფეთქება არ მოხდება, შემდეგ კი საფრთხე თავისთავად განეიტრალდება.

ამასთან, პოტენციური აფეთქება ისეთი მასშტაბური არ იქნება, როგორც 1986 წელს, რომელმაც 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანი რადიაციის გამო დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system