თავში

Children of Bodom-ის ყოფილი სოლისტი ალექსი ლაიჰო გარდაიცვალა

Children of Bodom-ის ყოფილი სოლისტი ალექსი ლაიჰო გარდაიცვალა
Children of Bodom-ის ყოფილი სოლისტი ალექსი ლაიჰო გარდაიცვალა

ფინური ჯგუფის Children of Bodom-ის ყოფილი სოლისტი ალექსი ლაიჰო 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Napalm Records ავრცელებს. არტისტის სიკვდილის შესახებ ცნობა Children of Bodom-ის ფეისბუქის გვერდზეც დაადასტურეს.

"ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული გიტარისტი, ალექსი ლაიჰო გარდაიცვალა. მუსიკოსი, რომელსაც მეტწილად ჯგუფიდან Children of Bodom იცნობდნენ, გასულ კვირას ჰელსინკიში დაიღუპა. 25-წლიანი მეგობრობის შემდეგ ჩვენ ძმა დავკარგეთ, მსოფლიომ კი ყველა დროის სიმღერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამწერი და გიტარისტი. ის ყოველთვის გვემახსოვრება, მისი მუსიკა კი სამუდამოდ დარჩება სამყაროს. ამ რთულ დროს ჩვენ მისი ოჯახის გვერდით ვართ", - წერენ ბენდის ყოფილი წევრები ფეისბუქის გვერდზე.

სიკვდილის მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა მედია წერს, რომ მუსიკოსს ჯანმრთელობის პრობლემები ხანგრძლივად, ბოლო წლების განმავლობაში აწუხებდა.

Children of Bodom ფინური მეტალ ჯგუფია. ის 1993 წლიდან 2019 წლამდე არსებობდა. ჯგუფს სახელი ბოდომის ტბაზე 1960 წელს სამი მოკლული მოზარდის ხსოვნის პატივსაცემად დაარქვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system