თავში

ჩილეში ხანძარმა 200-ზე მეტი სახლი გაანადგურა

​ჩილეში ხანძარმა 200-ზე მეტი სახლი გაანადგურა
ჩილეში ხანძარმა 200-ზე მეტი სახლი გაანადგურა

ჩილეში, ქალაქ ვალპარაისოში ხანძარმა 200-ზე მეტი სახლი გაანადგურა. წინასწარი ინფორმაციით, აალება განზრახ იყო გაჩენილი. პროკურატურა მომხდარს იძიებს.

ჩილეს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ანტონიო უოკერის თქმით, ხანძრის კერა ქალაქისა და ტყის მასივის საზღვარზე მდებარეობდა. ქრობის პროცესი რთული ლანდშაფტის გამო შეფერხებით მიმდინარეობდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, გონსალო ბლიუმელის თქმით, ხანძრის ღია კერები ქალაქის რაიონებში ლიკვდირებულია, ტყის მასივში კი სტიქია ჯერ კიდევ მძვინვარებს.

დაშავებულებს დროებით საცხოვრებელში გადაიყვანენ. ქალაქში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system