თავში

ჩინელებმა უიღურებს გენოციდი მოუწყვეს -ლიეტუვას პარლამენტი

​ჩინელებმა უიღურებს გენოციდი მოუწყვეს -ლიეტუვას პარლამენტი
ჩინელებმა უიღურებს გენოციდი მოუწყვეს -ლიეტუვას პარლამენტი

ლიეტუვას პარლამენტმა მხარი დაუჭირა გაერო-ს მიერ უიღურების საქმის გამოძიებას. პარლამენტარებმა გენოციდად შეაფასეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების, მათი ხელახალი აღზრდის მიზნით, საცხოვრებლად ბანაკებში მოთავსება და ევროკომისიას ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ჩინეთის უიღურებისდამი დამოკიდებულება გენოციდად პირველმა აშშ-მა შეაფასა. ამ შეფასებას შემდეგ მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა დაუჭირეს მხარი.

ოფიციალური პეკინი უიღურების უმცირესობასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს და ამ გენოციდს პროპაგანდის ნაწილად აფასებს.

ლიეტუვის პარლამენტი რეზოლუციაში ჰონგ-კონგის საკითხსაც შეეხო და პეკინს უსაფრთხოების შესახებ გასულ ზაფხულში მიღებული კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა.

ლიეტუვა, რომლიც 1940-1991 წლებში საბჭოთა რეპრესიის მსხვერპლი იყო, დღეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრია. ის ხშირად განსაკუთრებულ როლს თამაშობს რუსეთისა და კომუნისტური სახელმწიფოების, მათ შორის ჩინეთის წინააღმდეგ მკვეთრი დიპლომატიური ხაზის გასატარებლად.

დასავლეთი ჩინეთს 2016 წლიდან მუსლიმი უიღურების წარმომადგენელთა, მათი ნების საწინააღმდეგოდ, დაკავებასა და საცხოვრებლად სპეციალურ ბანაკებში გადაყვანაში ადანაშაულებენ. დღეს ამ ბანაკებში მილიონამდე უიღური ცხოვრობს. პეკინი ბრალდებებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ესენი არა ბანაკები, არამედ პროფესიული მომზადებისა და რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო ცენტრებია, სადაც ადამიანები თავს ბედნიერად გრძნობენ.

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system