თავში

ჩინელი მედიკოსები იტალიაში იმყოფებიან

​ჩინელი მედიკოსები იტალიაში იმყოფებიან
ჩინელი მედიკოსები იტალიაში იმყოფებიან

ჩინეთის სამედიცინო მუშაკების ჯგუფი, რომელიც იტალიაში გუშინ, 12 ნოემბერს ჩავიდა, მუშაობას უკვე შეუდგა. მათი მიზანი კორონავირუსთან ბრძოლაში ადგილობრივი სპეციალისტების დახმარებაა.

ჯგუფი, რომელშიც 9 ადამიანი შედის, ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტისა და ადგილობრივი წითელი ჯვრის საზოგადოების წევრებითაა დაკომპლექტებული.

სპეციალისტებმა თან აუცილებელი სამედიცინო და დამცავი მასალა ჩაიტანეს. ტვირთის ზონა 30 ტონას აჭარბებს.

ჩინეთის ელჩმა იტალიაში განაცხადა, რომ ამჟამად ადგილზე ეპიდემიასთან ბრძოლის გამოცდილებისა და მასალების ნაკლებობაა.

მანამდე, კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მიზნით, ჩინელი სპეციალისტები ირანსა და ერაყში ჩავიდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system