თავში

ჩინელმა არქეოლოგებმა 2 000 წლის სამკურნალო ღვინო აღმოაჩინეს - PHOTO

ჩინელმა არქეოლოგებმა 2 000 წლის სამკურნალო ღვინო აღმოაჩინეს - PHOTO
ჩინელმა არქეოლოგებმა 2 000 წლის სამკურნალო ღვინო აღმოაჩინეს - PHOTO

ჩინელმა არქეოლოგებმა ხენანის პროვინციაში, უძველეს სამარხში, რომელიც ხანის დინასტიას ეკუთვნოდა, გედის ფორმის ბრინჯაოს ჭურჭელი აღმოაჩინეს. მასში 2 000 წლის წინანდელი, სამ ლიტრზე მეტი ყავისფერი სითხე ინახებოდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

პეკინის ლაბორატორიაში გაგზავნილი სითხის ნიმუშები ექსპერტებმა შეისწავლეს, რათა დაედგინათ, რისთვის გამოიყენება სითხე და შეიძლება თუ არა მისი დალევა. ჩინელმა მკვლევარებმა საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ჭურჭელში აღმოჩენილი სითხე ალკოჰოლია და მას "უკვდავების ელექსირი" უწოდეს.

არქეოლოგიის ინსტიტუტის თანახმად, სამკურნალო ღვინო გამოიყენებოდა სისხლდენის შესაჩერებლად და ანთების შესამცირებლად.

მკვლევართა თქმით, ჯერ კიდევ უფრო მეტი კვლევაა საჭირო, რათა უძველესი ღვინის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ, ასევე გაიგონ, რა ნივთიერებებისგან შედგებოდა იგი და როგორ იწარმოებოდა.

ექსპერტებმა ასევე დასძინეს, რომ უძველესი სასმელი ქოთნის უნიკალური დიზაინისა და ადგილმდებარეობის გამო შენარჩუნდა.

”ყველაზე მნიშვნელოვანი ქოთნის განსაკუთრებული დიზაინია, მოხრილი კისერი, რამაც ხელი შეუშალა სითხის აორთქლებას და შეინარჩუნა იგი აქამდე”, - ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი.

გედების ჭურჭლის გარდა, სამარხიდან ასევე ამოიღეს ბრინჯაოს ჩაფხუტი, ნეფრიტისა და რკინისგან დამზადებული ხმლები.

ექსპერტების აზრით, საფლავის მეპატრონე მამაკაცი მეომარია და დაახლოებით 1,8 მეტრი სიმაღლისაა.

მეცნიერთა თქმით, სამარხში დაკრძალული ადამიანის ასაკისა და სიკვდილის მიზეზის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system