თავში

ჩინელმა მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

​ჩინელმა მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ჩინელმა მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ჩინელმა პალეონტოლოგებმა განაცხადეს, რომ დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Xinhua ავრცელებს.

მკვლევარებმა დინოზავრის ჰოლოტიპი შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში, ჩრდილოეთ ჩინეთში იპოვეს. ჰოლოტიპი შედგება თითქმის სრული თავის ქალისგან, რომლის საერთო სიგრძე 12 სმ და ფრაგმენტული პოსტკრანიალური ძვლებისგან. მისი სხეულის სიგრძე 1 მ აღწევს.

აღმოჩენილი დინოზავრი ზემო ცარცული პერიოდით თარიღდება (დაახლოებით 83-70 მილიონი წლის წინ). კვლევის დროს გაირკვა, რომ ეს დინოზავრი პუბერტატის სტადიაში იმყოფებოდა, რაც როგორც ინდივიდუალური განვითარებისთვის, ასევე პოპულაციის ევოლუციისთვის საკვანძო ეტაპია.

ეს აღმოჩენა ხმელეთის ცხოველების ბიომრავალფეროვნების შესასწავლად, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში გვიანი ცარცული პერიოდის პალეოეკოლოგიური ცვლილებების დინამიკის შესასწავლად მნიშვნელოვანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system