თავში

ჩინეთი ახალი ცათამბჯენების მშენებლობაზე შეზღუდვებს აწესებს

​ჩინეთი ახალი ცათამბჯენების მშენებლობაზე შეზღუდვებს აწესებს
ჩინეთი ახალი ცათამბჯენების მშენებლობაზე შეზღუდვებს აწესებს

ჩინეთის მთავრობამ ახალი ცათამბჯენების მშენებლობაზე რიგი მკაცრი შეზღუდვები დააწესა. ინფორმაციას ქვეყნის საბინაო, ურბანული და სოფლის მშენებლობის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებები 250 მ-ზე მეტი სიმაღლის ახალი შენობების მშენებლობას კრძალავენ ქალაქებში, სადაც მოსახლეობა 3 მილიონზე ნაკლებია. ამასთან, ამ დასახლებებში 150 მ-ზე მაღალი შენობების მშენებლობა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ
მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს.

ქალაქებში, სადაც 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აკრძალულია 500 მ-ზე მეტი სიმაღლის შენობების აშენება, ხოლო 250 მ-ზე მეტი სიმაღლის შენობებზე ხელისუფლების მკაცრი კონტროლი დაწესდება.

უწყებებმა ასევე აკრძალეს ცათამბჯენების მშენებლობა ისტორიულ უბნებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გვერდით და გადატვირთული ტრაფიკის მქონე ადგილებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system