თავში

ჩინეთი და რუსეთი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას ცდილობენ

​ჩინეთი და რუსეთი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების
ჩინეთი და რუსეთი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას ცდილობენ

ჩინეთმა და რუსეთმა განაახლეს ძალისხმევა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შეამსუბუქოს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მისი ცნობით, საუბარია ფხენიანიდან ქანდაკებების, ზღვის პროდუქტებისა და ქსოვილების ექსპორტის აკრძალვაზე. ჩინეთს და რუსეთს სურთ, რომ საბჭომ ეს სანქციები ჩრდილოეთ კორეის "მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით" გააუქმოს.

რეზოლუციის პროექტი ასევე მოიცავს სხვა ზომებს, რომლებიც რუსეთმა და ჩინეთმა პირველად თითქმის ორი წლის წინ შესთავაზეს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეელებისთვის საზღვარგარეთ მუშაობის აკრძალვის მოხსნა და სარკინიგზო და საგზაო თანამშრომლობის პროექტების სანქციებისგან გათავისუფლება.

ამასთან გაერო-ს რამდენიმე დიპლომატმა, ანონიმურობის პირობით, განაცხადა, რომ განახლებულ პროექტს მხარდაჭერა არ ექნება.

ცნობისთვის, გაერო-მ ჩრდილოეთ კორეას ბირთვულ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებთან დაკავშირებით სანქციები 2006 წელს დაუწესა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system