თავში

ჩინეთი ყოველთვის იქნება მსოფლიო მშვიდობის მშენებელი - სი ძინპინი

ჩინეთი ყოველთვის იქნება მსოფლიო მშვიდობის მშენებელი - სი ძინპინი
ჩინეთი ყოველთვის იქნება მსოფლიო მშვიდობის მშენებელი - სი ძინპინი

ჩინეთი ყოველთვის იქნება მსოფლიო მშვიდობის მშენებელი და საერთაშორისო წესრიგის დამცველი, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების შეშფოთების მიუხედავად. ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა გაერო-ში ჩინეთის დაბრუნების 50 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ჩინეთი ყოველთვის იქნება მსოფლიო მშვიდობის მშენებელი და საერთაშორისო წესრიგის დამცველი. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიის და ძალაუფლების ყველა ფორმას, ცალმხრივობას და პროტექციონიზმს“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

ჩინეთის ლიდერმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, ხელი შეუწყონ მშვიდობის, განვითარების, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system