თავში

ჩინეთი Tesla-ს ჯაშუშობაში ადანაშაულებს

ჩინეთი Tesla-ს ჯაშუშობაში ადანაშაულებს
ჩინეთი Tesla-ს ჯაშუშობაში ადანაშაულებს

ჩინეთი Tesla-ს ადანაშაულებს, რომ კომპანია ელექტრომობილებს ჩინეთში ჯაშუშობისთვის იყენებს. ამის შესახებ BBC იუწყება.

ჩინეთის სამხედროებმა საკუთარ ობიექტებზე Tesla-ს გამოყენება აკრძალეს. ჩინეთში აცხადებენ, რომ ელექტრომობილების სალონში სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, რომლებიც მონაცემებს უკანონოდ აგროვებენ. 

თავის მხრივ, ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ჩინეთის ბრალდებებს უარყოფს. 

ელონ მასკი აცხადებს, რომ თუ მის მანქანებს ვინმე ჯაშუშობისთვის გამოიყენებდა კომპანიას აუცილებლად დახურავდა.  

”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა", - აღნიშნა მასკმა. მან ასევე განაცხადა, რომ თუ კერძო ბიზნესი უცხო ქვეყნის მთავრობის საქმიანობის ჯაშუშობაში ჩაერთვება, ეს ორივე მხარისთვის დამანგრეველი აღმოჩნდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system