თავში

ჩინეთი წლის ბოლომდე მსოფლიოს ვაქცინების 2 მილიარდ დოზას მიაწვდის

​ჩინეთი წლის ბოლომდე მსოფლიოს ვაქცინების 2 მილიარდ დოზას მიაწვდის
ჩინეთი წლის ბოლომდე მსოფლიოს ვაქცინების 2 მილიარდ დოზას მიაწვდის

ჩინეთი ამ წლის ბოლომდე სხვადასხვა ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 2 მილიარდ დოლარს მიაწვდის. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ამასთან, მისი თქმით, განვითარებადი ქვეყნები ჩინეთისგან ვაქცინების 100 მილიონ დოზას უსასყიდლოდ მიიღებენ.

ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გლობალური პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინებზე წვდომა განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობაც უნდა ჰქონდეს.

”ჩვენი უშუალო პრიორიტეტი მთელ მსოფლიოში ვაქცინების ადეკვატური და თანაბარი განაწილების უზრუნველყოფაა. ჩინეთის მიზანი მიმდინარე წლის ბოლომდე მსოფლიოსთვის ვაქცინების 2 მილიარდი დოზის მიწოდებაა, გარდა $100 მილიონისა COVAX მექანიზმის ფარგლებში. ჩინეთი წელს ვაქცინის 100 მილიონ დოზას განვითარებად ქვეყნებს განასცემს”, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system