თავში

ჩინეთი ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების მხრივ ერთ-ერთი ლიდერია - უფლებადამცველები

​ჩინეთი ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების მხრივ ერთ-ერთი ლიდერია
ჩინეთი ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების მხრივ ერთ-ერთი ლიდერია - უფლებადამცველები

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ჩინეთში, სულ მცირე, 127 ჟურნალისტია დაკავებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

RSF-მა მსოფლიო თავისუფალი პრესის ინდექსში ჩინეთი 180-დან 177-ე ადგილზე დაასახელა. ის ორი პოზიციით მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას უსწრებს. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჩინეთის ხელისუფლება ჟურნალისტების წინააღმდეგ "რეპრესიის უპრეცედენტო კამპანიას“ აწარმოებს.

ასევე აღნიშნულია, რომ ვითარება COVID-19-ის პანდემიის დადგომასთან ერთად გაუარესდა. სულ მცირე, 10 ჟურნალისტი და ბლოგერი ვუჰანში ეპიდემიის შესახებ გაშუქების გამო დააკავეს.

ერთ-ერთი მათგანი, ყოფილი ადვოკატი ჟან ჟანი 2020 წლის თებერვალში დააპატიმრეს, რადგან ის ვუჰანიდან რეპორტაჟებს წერდა. მას "მოსახლეობის პროვოკაციასა და წაქეზებაში" ადანაშაულებდნენ.

მედია აღნიშნავს, რომ RSF-ის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, თუ როგორ გამოიყენა ჩინეთის ხელისუფლებამ ტერორიზმთან ბრძოლა, როგორც საბაბი უიღური ჟურნალისტების დასაპატიმრებლად სინციანში, სადაც ადგილობრივ აქტივისტებს სისტემატიურად დევნიან.

ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ჩინეთი დასავლელ ჟურნალისტებზეც ახორციელებენ ზეწოლას, რომლებიც უიღურების დევნაზე წერდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system