თავში

ჩინეთის მთავრობა "ტესტების საქმეს" გამოიძიებს

​ჩინეთის მთავრობა "ტესტების საქმეს" გამოიძიებს
ჩინეთის მთავრობა ტესტების საქმეს გამოიძიებს

ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო მწარმოებლის წინააღმდეგ, რომელმაც ესპანეთს კორონავირუსის დამდგენ ტესტებს აწვდიდა. ამის შესახებ CNN წერს.

გუშინ ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 9000 კომპლექტს უკან გაიწვევდა, რადგან მათი პასუხები "სანდო არ იყო". ტესტები, რომლებიც ჩინურმა კომპანიამ Shenzhen Bioeasy Biotechnology დაამზადა, ესპანეთმა რამდენიმე კვირის წინ შეიძინა.

ესპანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი ხარისხის საჭირო დონეს არ აკმაყოფილებს. ამჟამად ის სხვა მომწოდებელს ეძებს. Shenzhen Market Supervisions-ის ადმინისტრაციამ დღეს განაცხადა, რომ Bioeasy-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს.

თავად Bioeasy კი აცხადებს, რომ თუკი ტესტისთვის ნიმუშები კომპანიის ინსტრუქციების მკაცრი დაცვით არ ხდება, სწრაფი ტესტის შედეგები ზუსტი არ იქნება. Bioeasy ამტკიცებს, რომ კლიენტების მხრიდან ინსტრუქციის მისაღებად სათანადო კომუნიკაცია არ ყოფილა,

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system