
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ჩჟაო ლინცზიანი აცხადებს, რომ პეკინი აშშ-ს საპასუხო ზომებით უპასუხებს. ამ განცხადებით ის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ჩინეთისა და ჰონგ-კონგის ოფიციალურ პირებს სანქციებს დაადებს.
"ნებისმიერ განცხადებას, ან ქმედებას, რომელიც ჩინეთის ინტერესებს აზარალებს, მტკიცე კონტრშეტევა ელოდება", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
საქმე ეხება ჩინეთის პარლამენტის მიერ მიღებული „უსაფრთხოების შესახებ კანონს“, რომლიც ჰონგ-კონგზეც გავრცელდება.
ვაშინგტონი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით პეკინი ჰონგ-კონგის ავტონომიას ლახავს.