თავში

ჩინეთმა ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო

​ჩინეთმა ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო
ჩინეთმა ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო

ჩინეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კანონი დაამტკიცა. სამართლებრივი აქტი ძალაში 1 ივლისს - ბრიტანეთის ყოფილი ანკლავის ჩინეთის იურისდიქციის ქვეშ დაბრუნების 23-ე წლისთავზე შევა. დოკუმენტის ტექსტი არ გახმაურებულა.

ახალი კანონი უმკაცრეს ზომებს ითვალისწინებს ჰონგ-კონგში სეპარატიზმის, ტერორიზმის, სახელმწიფო ძალაუფლების შელახვისა და უცხოეთის ანტიჩინურ ძალებთან ერთად შეთქმულების მოწყობის შეთხვევაში. წინასწარი მონაცემებით, მსგავსი ბრალდებები სასჯელის მაქსიმალურ ზომას, უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

ამ სამართლებრივი აქტის წყალობით, ჩინეთის ხელისუფლებებს ჰონგ-კონგში ნებისმიერი ანტისახელისუფლებო მოძრაობისა და პროტესტის დათრგუნვას შეძლებს.

ჰონგ-კონგში ვითარებას სპეციალური ძალოვანი სტრუქტურა გააკონტროლებს, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას დაექვემდებარება. ახალ სტრუქტურას ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე უხელმძღვანელებს. 

ახალი კანონის მიღებას ჰონგ-კონგში მღელვარება უძღოდა წინ. კანონპროექტს გამოეხმაურა შეერთებული შტატებიც. 29 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჰონგ-კონგის პრივილეგირებული სტატუსის ჩამორთმევის პროცესს დაიწყებს, რადგან ის უკვე ჩინეთის ცალკეული კომპონენტი აღარ იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system