თავში

ჩინეთმა ჯანმო-სთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა

​ჩინეთმა ჯანმო-სთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა
ჩინეთმა ჯანმო-სთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა

ჩინეთი COVID-19-წარმოშობის გამოძიების მეორე ეტაპის გეგმაში, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სთავაზობს, მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ცზენ ისინმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გასულ კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ანადომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ვირუსის ჩინური ლაბორატორიიდან გაჟონვის შემდეგ გავრცელების თეორიის გამორიცხვა ჯერ ნაადრევია და ჩინეთს ღია თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვუჰანის ლაბორატორიის შემოწმებას გეგმავს.

ცზენ ისინმა ორგანიზაცია "პოლიტიკურ პოზიორობაში" დაადანაშაულა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებები "მეცნიერების მიმართ ქედმაღლობის დემონსტრაციას ადგენს".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system