თავში

ჩინეთმა "ლოქდაუნი" კიდევ ერთ უმსხვილეს ქალაქში გამოაცხადა

​ჩინეთმა "ლოქდაუნი" კიდევ ერთ უმსხვილეს ქალაქში გამოაცხადა
ჩინეთმა ლოქდაუნი კიდევ ერთ უმსხვილეს ქალაქში გამოაცხადა

ჩინეთის მთავრობამ კიდევ ერთ უმსხვილეს ქალაქში, ანიანში, რომლის მოსახლეობა 5,5 მილიონს აღწევს, "ლოქდაუნი" გამოაცხადა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

10 იანვარს აქ კორონავირუსის შტამ "ომიკრონის" 2 შემთხვევა გამოვლინდა.

მოსახლეობას სახლების დატოვება აეკრძალა, ყველა საზოგადოებრივი ადგილი, მაღაზია და დაწესებულება დაიხურა. დაშვებულია მხოლოდ მაღაზიები და სუპერმარკეტები, რომლებიც პირველადი აუცილებლობის საქონელს ყიდიან.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ მანქანების მოძრაობა შეზღუდა და არასაჭირო გადაადგილება აკრძალა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება "ლოქდაუნი" ანიანში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system