თავში

ჩინეთში, 10 სართულიანი კორპუსი 29 საათში ააშენეს

ჩინეთში, 10 სართულიანი კორპუსი 29 საათში ააშენეს
ჩინეთში, 10 სართულიანი კორპუსი 29 საათში ააშენეს

ჩინურმა კომპანიამ Broad Group-მა 29 საათში  10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.

კორპუსის აშენებაში მუშათა დიდი ჯგუფი და სამი ამწე მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ სახლი წინასწარ გამზადებული ბლოკებით აშენდა. ძირითადი სტრუქტურის დასრულების შემდეგ, სპეციალისტებმა წყალი და ელექტროენერგია გაიყვანეს. 

ამასთან, მშენებლები ამტკიცებენ, რომ ამ სახლის იატაკები 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივი ბეტონის ან ხის, რადგან ისინი დამზადებულია უჟანგავი ფოლადის ფირფიტებისგან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system