თავში

ჩინეთში 2000 წლამდე ასაკის ექვსი უძველესი სამარხი აღმოაჩინეს

ჩინეთში 2000 წლამდე ასაკის ექვსი უძველესი სამარხი აღმოაჩინეს
ჩინეთში 2000 წლამდე ასაკის ექვსი უძველესი სამარხი აღმოაჩინეს

ჰუნანის პროვინციის კულტურული რელიკვიებისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგებმა ცოტა ხნის წინ 1000-2000 წლის წინანდელი ექვსი სამარხი აღმოაჩინეს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Xinhua ავრცელებს.

არქეოლოგების თქმით, ეს სამარხები ქალაქ დუტუში მდებარეობს. ოთხი სამარხი თარიღდება ჰანის დინასტიით (ძვ. წ. 202 - ახ. წ. 220 წწ.), მეხუთე - ცზინის პერიოდით (ახ. წ. 265 - 420 წწ.), მეექვსე - ტანის პერიოდით (ძვ. წ. 618 - 907 წწ.).

გათხრების დროს ადგილზე 60-ზე მეტი კულტურული რელიკვია აღმოაჩინეს, მათ შორის სპილენძის მონეტები, ბრინჯაოს სარკეები, ვერცხლის სამაჯურები, ნეფრიტისფერი კერამიკით დამზადებული ნივთები და ა.შ.

ექსპერტების თქმით, როგორც ჩანს, ეს უბრალო ადამიანების სამარხებია. მიუხედავად ამისა, აღმოჩენები არქეოლოგიური კვლევისთვის ძვირფას მასალას იძლევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system