თავში

ჩინეთში, 2019 წლის მონაცემებით, 2 მილიონზე მეტი ნარკომანი ირიცხება

ჩინეთში, 2019 წლის მონაცემებით, 2 მილიონზე მეტი ნარკომანი ირიცხება
ჩინეთში, 2019 წლის მონაცემებით, 2 მილიონზე მეტი ნარკომანი ირიცხება

ჩინეთმა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2019 წლის მონაცემებით, ნარკოტიკს 2 მილიონზე მეტი ადამიანი მოიხმარს.

ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნარკომომხმარებელთა რიცხვი მცირდება. 2019 წლის მონაცემებით, ჩინელი ნარკომანების რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 0.16%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს. 

სტატისტიკის მიხედვით, ნარკომანთა 51% (1 მილიონ 95 ათასი ადამიანი) 35 წელს გადაცილებულია, დაახლოებით 48% (1 მილიონ 45 ათასი ადამიანი) - 18-დან 35 წლამდე ასაკისაა, დანარჩენი 7151 ადამიანი - 18 წლამდე ასაკის.

ჩინეთის შანდუნის პროვინციაში ნარკომომხმარებელთა რიცხვი, 2017 წელთან შედარებით, 16.4% -ით შემცირდა. პროვინციაში აქტიურად იძიებენ ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ შემთხვევებს, ატარებენ ანტინარკოტიკულ გაკვეთილებს სკოლებში და საზოგადოებრივ ადგილებში, აგრეთვე გადმოსცემენ სპეციალურ თემატურ რადიო პროგრამებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system