თავში

ჩინეთში ახალაშენებული საავადმყოფო ორშაბათს გაიხსნება - PHOTO

ჩინეთში ახალაშენებული საავადმყოფო ორშაბათს გაიხსნება
ჩინეთში ახალაშენებული საავადმყოფო ორშაბათს გაიხსნება  - PHOTO

ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში კორონავირუსით დაიფიცირებულთათვის ახალი საავადმყოფო რამდენიმე დღეში აშენდა. 

ახალაშენებული საავადმყოფო, რომლის ფართობიც 25,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, პაციენტებს ორშაბათიდან მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

The Global Times newspaper-ის განცხადებით საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი ადგილობრივი მაუწყებლის, CCTV-ის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში აშუქებდა და მას 40 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს.

ამ დროისთვის, ჩინეთში ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა 14 380-ს აღწევს. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 2 590 ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 304 ადამიანი. ყველა მათგანი პროვინცია ჰუბეის მკვიდრია.

 



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system