თავში

ჩინეთში აპლიკაცია ჩაეშვა, რომელიც მთავრობას კრიტიკოსების შესახებ შეატობინებს

ჩინეთში აპლიკაცია ჩაეშვა, რომელიც მთავრობას=
ჩინეთში აპლიკაცია ჩაეშვა, რომელიც მთავრობას კრიტიკოსების შესახებ შეატობინებს

ჩინეთში ახალი აპლიკაცია ჩაეშვა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, განაცხადონ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail ავრცელებს. 

აპლიკაცია ჩინეთის კიბერმარეგულირებლმა გამოუშვა, ცხელ ხაზთან ერთად. მისი მიზანია, პარტიის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შეაჩეროს "არასწორი მოსაზრებების" გავრცელება და "საზოგადოებაში  ჰარმონიული ატმოსფერო შექმნას". 

მარეგურილებლის განცხადებით, "არასწორ მოსაზრებებში" იგულისხმება კომუნისტური პარტიის ისტორიის "დამახინჯება", ასევე მის ხელმძღვანელებზე შეტევა და გმირებზე ცილისწამება. 

”ცოტა ხნის წინ, ზოგიერთმა ადამიანმა გაავრცელა ნიჰილისტური, ცრუ განცხადებები ინტერნეტით, რომელიც ამახინჯებს ისტორიას, ცილს სწამებს და უარყოფს პარტიის მიღწევებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა უმრავლესობა აქტიურად ითანამშრომლებს ჩვენთან და  ენთუზიაზმით გვაცნობებს მავნე ინფორმაციის შესახებ”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ინტერნეტი მკაცრად არის ცენზირებული და ქვეყანაში უცხოური სოციალური მედია ქსელების, საძიებო სისტემებისა და ახალი ამბების საშუალებების უმეტესობა აკრძალულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system