თავში

ჩინეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ ჩინეთში, ნინსია ხუეის ავტონომიურ რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ შემთხვევა კვირას ავტომაგისტრალ ნომერ 244-ზე მოხდა. მიკროავტობუსი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ. შეჯახება მოხდა, როდესაც მიკროავტობუსმა მოულოდნელად მარცხნივ მოუხვია.

ყველა გარდაცვლილი და დაშავებული სამარშრუტო ტაქსში იმყოფებოდა. უბედური შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system