თავში

ჩინეთში ბავშვის ცუდი საქციელისთვის მშობლებს დასჯიან

​ჩინეთში ბავშვის ცუდი საქციელისთვის მშობლებს დასჯიან
ჩინეთში ბავშვის ცუდი საქციელისთვის მშობლებს დასჯიან

ჩინეთში მუშავდება კანონპროექტი, რომელიც "ძალიან ცუდი ყოფაქცევისთვის", ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ბავშვის ნაცვლად მის მშობელს დასჯის. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ოჯახური აღზრდის შესახებ ახალი კანონის თანახმად, თუ პროკურორი აღმოაჩენს, რომ ბავშვები ცუდად იქცევიან და უკანონო ქმედებებს სჩადიან, მაშინ მშობლები შესაბამის გაფრთხილებას მიიღებენ და მათ სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის გავლა მოუწევთ.

”მრავალი მიზეზი არსებობს, რის გამოც მოზარდები ცუდად იქცევიან, ხოლო მშობლების უყურადღებობა ან არასათანადო აღზრდა ამის მთავარი მიზეზი არის,” - ამბობს ხელისუფლების წარმომადგენელი ჩჟან ცივეი.

ამასთან, ახალი კანონპროექტი ადგენს, რომ მშობლებმა შვილებს დასვენების, თამაშისა და ვარჯიშის დრო უნდა გამოუყონ.

ახალი პროექტი უახლოეს მომავალში უნდა განიხილონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system