თავში

ჩინეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 6 პირი დაინფიცირდა

ჩინეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 6 პირი დაინფიცირდა
ჩინეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 6 პირი დაინფიცირდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კოროვირუსის ინფექციის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასევე რეგისტრირებულია ხუთი ასიმპტომური მატარებელი პირი, გამოჯანმრთელებულია კიდევ სამი პაციენტი, გარდაცვალების ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება. ამის შესახებ ჩინეთის ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა.

ექვსი შემთხვევიდან ხუთი იმპორტულია, ხოლო ერთი ადგილობრივი,.

საერთო ჯამში, ინფექციის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია COVID-19-ის ინფექციის 83,036 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 78 332 ადამიანი, COVID-19–ით ინფიცირებული 70 პაციენტი ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს.

ეპიდემიას 4 634 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system