თავში

ჩინეთში ბრილიანტის კონტრაბანდის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

ჩინეთში ბრილიანტის კონტრაბანდის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
ჩინეთში ბრილიანტის კონტრაბანდის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

ჩინეთში, ძიანსუს პროვინციაში, ქალაქ ნანკინის გამშვები პუნქტის წარმომადგენლებმა ბრილიანტის კონტრაბანდის შემთხვევა გამოავლინეს, აღნიშნულ ფაქტზე 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Xinhua ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილებმა უცხოელი მომწოდებლებისგან მობილური აპლიკაციის მეშვეობით 53 ცალი ბრილიანტი შეუკვეთეს და უკანონოდ მოპოვებული ძვირფასი ქვები დაქირავებულმა კონტრაბანდისტებმა ჰონგ კონგში გადაიტანეს.

ჩამორთმეული სამკაულის ღირებულება დაახლოებით 7,35 მილიონ დოლარს შეადგენს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system