თავში

ჩინეთში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 3213-ს მიაღწია

​ჩინეთში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 3213-ს მიაღწია
ჩინეთში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 3213-ს მიაღწია

ჩინეთში გასული დღე-ღამით კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 14-ით გაიზრდა და 3213-ს მიაღწია. გამოვლინდა დაინფიცირების 16 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 838 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით სულ დაავადდა 80860 და განიკურნა 76758 ადამიანი. საავადმყოფოში რჩება და მკურნალობის კურსს გადის 9889 პაციენტი, რომელთაგან 3226 მძიმე მდგომარეობაშია.

ჩინეთის შემდეგ ყველაზე რთული ვითარება ისევ იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია, თუმცა, საკმაოდ სწრაფად იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

იტალიაში 24747 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 1809 და გამოჯანმრთელდა 2335 პაციენტი. საავადმყოფოში რჩება და მკურნალობის კურსს გადის 20603 პაციენტი, რომელთაგან 1672 მძიმე მდგომარეობაშია.

ირანში 13938 ადამიანია დავირუსებული, გარდაიცვალა 724 და გამოჯანმრთელდა 4590 პაციენტი. საავადმყოფოში რჩება და მკურნალობის კურსს გადის 8624 პაციენტი.

სამხრეთ კორეაში 8236 ადამიანია დანიფიცირებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირების კიდევ 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 75 და გამოჯანმრთელდა 1137 პაციენტი. საავადმყოფოში რჩება და მკურნალობის კურსს გადის 7024 პაციენტი, რომელთაგან 59 მძიმე მდგომარეობაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system