თავში

ჩინეთში ფეხბურთელებს ტატუს გაკეთება აუკრძალეს

​ჩინეთში ფეხბურთელებს ტატუს გაკეთება აუკრძალეს
ჩინეთში ფეხბურთელებს ტატუს გაკეთება აუკრძალეს

ჩინეთის სპორტის მთავარმა სამმართველომ ახალი დირექტივა გამოსცა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელებს ტატუს გაკეთება ეკრძალებათ. ასევე, დოკუმენტი ავალდებულებს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც უკვე აქვთ ტატუ, წაშალონ ან დამალონ ის. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სპორტული უწყების განმარტებით, ტატუს აკრძალვა „საზოგადოებისთვის კარგი მაგალითი იქნება“.

"23-წლამდელთა ეროვნული და ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრებების სპორტსმენებს ახალი ტატუს გაკეთება კატეგორიულად ეკრძალებათ. ვისაც ტატუ აქვს, ურჩევენ, დამოუკიდებლად მოიშორონ ის. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ვარჯიშისა და შეჯიბრის დროს, გუნდთან შეთანხმების შემდეგ, ტატუ დამალული უნდა იყოს“, - აღნიშნულია დირექტივაში.

ცალკე პუნქტი 20 წლამდე ფეხბურთელებს ეხება. ამიერიდან ეროვნულ ნაკრებში ტატუს მქონე ფეხბურთელების მიღება აკრძალულია. დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ახალი წესები "სრულად ასახავს ჩინელი ფეხბურთელების პოზიტიურ სულისკვეთებას" და ასევე "კარგი მაგალითია საზოგადოებისთვის".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system