თავში

ჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამი ვრცელდება

ჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამი ვრცელდება
ჩინეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამი ვრცელდება

წელს ფრინველის გრიპით ინფიცირებული ჩინელების რიცხვის ზრდა შეშფოთებას იწვევს იმის გამო, რომ შტამი, შესაძლოა, ადამიანისთვის უფრო ინფექციურ ფორმებად იქცეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) აუწყა, რომ 2021 წელს ფრინველის გრიპის H5N6 ქვეტიპით 21 ადამიანი დაინფიცირდა. გასულ წელს ინფიცირების ხუთი შემთხვევა გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ რიცხვი გაცილებით დაბალია, ვიდრე 2017 წელს H7N9-ით ინფიცირებულთა რაოდენობა, ინფექციები სერიოზულია - ბევრი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, სულ მცირე ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.

"წელს ჩინეთში ადამიანთა ინფიცირების შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია. ეს არის ვირუსი, რომელიც მაღალ სიკვდილიანობას იწვევს", - განაცხად როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის შედარებითი პათოლოგიის პროფესორმა, ტიის კუიკენმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ინფიცირებულთა უმეტესობას შინაურ ფრინველთან ჰქონდა შეხება და ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის დადასტურებული შემთხვევები ჯერ არ არსებობს.

ორგანიზაციის 4 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ფაქტები "გადაუდებელ გამოძიებას მოითხოვს", რაც ადამიანებზე ფრინველის გრიპის გავრცელების რისკების გაგებას დაეხმარება.

ცნობისთვის, ფრინველის გრიპის ვირუსები მუდმივად ცირკულირებს შინაურ და გარეულ ფრინველებში, მაგრამ ადამიანებს იშვიათად აინფიცირებს. თუმცა, ვირუსების ევოლუცია, რომელიც ფრინველის პოპულაციის ზრდასთან ერთად იზრდება, დიდ შეშფოთებას იწვევს. დროთა განმავლობაში ისინი, შესაძლოა, იქცეს ვირუსად, რომელიც ადვილად ვრცელდება ადამიანებში და პანდემიად გადაქცევის რისკსაც კი შეიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system