თავში

ჩინეთში იშვიათი დინოზავრის ნაშთები აღმოაჩინეს

ჩინეთში იშვიათი დინოზავრის ნაშთები აღმოაჩინეს
ჩინეთში იშვიათი დინოზავრის ნაშთები აღმოაჩინეს

ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინცია, ჯიანქსიში მეცნიერებმა იშვიათი დინოზავრის ნაშთები აღმოაჩინეს. ნამარხები დაახლოებით 70 მილიონი წლის წინანდელია.

მეცნიერების თქმით, ეს არის თეროპოდების ოჯახის ზრდასრული დინოზავრის ნაშთი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ აღმოჩენილია, კვერცხები ემბრიონებით და ბუდე. ორმეტრიანი დინოზავრი თანამედროვე ფრინველების მსგავსად კვერცხს დებდა და ზედ იჯდა. 

როგორც იუნანის უნივერსიტეტის მკვლევარმა აღნიშნა, აღმოჩენა ხელს უწყობს თეროპოდის ოჯახის დინოზავრების კვერცხებიდან გამოჩეკვის პროცესის შესწავლას. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ემბრიონები ბუდეში განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა, რაც ასინქრონულ გამოჩეკვაზე მიუთითებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system