თავში

ჩინეთში ქარიშხალს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში ქარიშხალს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში ქარიშხალს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა
© cgtn.com

აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინცია ძიანსუში ძლიერი ქარიშხლის გამო, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Xinhua ავრცელებს.

რეგიონში ცუდი ამინდი 30 აპრილს ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან 22:00 საათამდე დაფიქსირდა.

"11 ადამიანი დაიღუპა და 102 დაშავდა ძლიერი ქარიშხლის შედეგად, რომელიც პარასკევ საღამოს აღმოსავლეთ ჩინეთს დაატყდა თავს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ ქარის სიჩქარემ 45 მ / წმ-ს მიაღწია. რეგიონიდან ევაკუირებულია 3 ათასზე მეტი მაცხოვრებელი.

ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, სახლები, შენობები და მანქანები. გარდა ამისა, ქარიშხალმა გადაატრიალა ნავი, რომელშიც 11 ადამიანი იმყოფებოდა, ორი მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, ხოლო დანარჩენი 9 ადამიანის ძებნა გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system