თავში

ჩინეთში კორონავირუსის გამო უკვე 14 ქალაქი ჩაკეტეს - განახლებულია

ჩინეთში კორონავირუსის გამო უკვე 14 ქალაქი ჩაკეტეს - განახლებულია
ჩინეთში კორონავირუსის გამო უკვე 14  ქალაქი ჩაკეტეს - განახლებულია

ჩინეთში, კორონავირუსის გამო, ჩაკეტილი ქალაქების რიცხვი იზრდება.  ვუჰანისა და ჰუანგანის შემდეგ, ჰუბეის პროვინციაში, კიდევ 12 ქალაქი ჩაკეტეს. ყველგან შეჩერებულია სამოქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა.

ამ დროისთვის ჩინეთში სულ 14 ქალაქშია კარანტინი გამოცხადებული, 30 მილიონი მოსახლე ცხოვრობს. მოქალაქეებს  ეკრძალებათ ქალაქიდან გასვლა.

კორონავირუს 2019-nCoV-ის შემთხვევები დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანსში, მაკაოში, საუდის არაბეთში. ახალი ტიპის კორონავირუსის პირველ შემთხვევას სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროც ადასტურებს.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა. ამ დრომდე ვირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა და დაინფიცირების 849 შემთხვევა გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system