თავში

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 80814-ს მიაღწია

​ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 80814-ს მიაღწია
ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 80814-ს მიაღწია

ჩინეთში ბოლო ერთ დღე-ღამეში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 21-ით გაიზარდა და 80814-ს მიაღწია. დაღუპულია 3177 ადამიანი. გამოჯანმრთელდა და კლინიკები დატოვა 64117-მა პაციენტმა. ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადის 13520 ადამიანი, მათგან 4257-ის მდგომარეობა მძიმეა.

ჩინეთის შემდეგ ყველაზე რთული ვითარება ისევ იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში რჩება.

იტალიაში, ბოლო მონაცემებით დაინფიცირების 15113 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 1016, გამოჯანმრთელდა 1258 და მკურნალობის კურსს გადის 12839 პაციენტი.

ირანში კორონავირუსით დაავადებულია 10075 ადამიანი, გარდაიცვალა 429, გამოჯანმრთელდა 3276 და საავადმყოფოში რჩება 6370 პაციენტი.

სამხრეთ კორეაში ამ დროისთვის COVID-19-ით დაინფიცირების 7979 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 67, გამოჯანმრთელდა 510 და საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 7402 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system