თავში

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 170-ს მიაღწია

​ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 170-ს მიაღწია
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 170-ს მიაღწია

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 7711-მდე გაიზარდა და დაღუპულთა რაოდენობამ 170-ს მიაღწია.

1370 დაინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა. კარანტინში იმყოფება 60000 ადამიანი.

ჩინეთმა მომაკვდინებელ ვირუსთან საბრძოლველად 3,96 მილიარდი დოლარი გამოყო.

ეს თანხა გადანაწილებულია ყველა უწყებასა და რგოლზე, პროფილაქტიკით დაწყებული და მკურნალობით, კვლევებითა და უსაფრთხოებით დამთავრებული.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 30 იანვარს ჟენევაში კვლავ იმსჯელებს, გამოაცხადოს თუ არა საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი კორონავირუსის გავრცელების გამო. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმაც. მისი თქმით, ორგანიზაცია „ღრმა სინანულს“ გამოხატავს იმის გამო, რომ წინა კვირაში გავრცელებულ სამ ანგარიშში ვირუსისგან გამოწვეული რისკი „მაღალის“ ნაცვლად „საშუალოდ“ შეაფასა.

გარდა ამისა, იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უწყების ცნობით, კორონავირუსი იაპონიის სამ მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელთა ევაკუაციაც მანამდე ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან განხორციელდა. 

ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ფინეთში დაფიქსირდა. ფინეთის ჯანმრთელობის ინსტიტუტის ინფორმაციით, ვირუსი ვუჰანიდან ჩამოსულ ჩინელ მოგზაურს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system