თავში

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ახალი ტიპის პნევმონიით, 2019-nCoV-ით, უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის დაინფიცირების 440 შემთხვევა გამოვლენილი.

ახალი ტიპის ვირუსით დაავადების 17 შემთხვევა გამოვლინდა გუანდუნის პროვინციაში, 10 - პეკინში, 6 შანხაიში და 5-5 ჩჟეცზიანსა და ჩუნციანში.

ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კორონავირუსმა შესაძლოა, მუტაცია განიცადოს და უფრო ფართოდ გავრცელდეს. ექიმებმა ასევე დაადასტურეს, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ველური ცხოველების არალეგალური ბაზრობიდან გავრცელდა. 

ჩინეთში აცხადებენ, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანზე რესპირატორული სისტემის გავლით გადადის. მთავრობის ცნობით, ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში 2000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რაც მათი დაავადების საფრთხეს აჩენს.

ვირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით ჩდრილოეთ კორეამ საზღვრები ჩაკეტა და უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში შესვლა აუკძალა.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 31 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ინფორმაცია მიაწოდა ახალი, უცნობი ტიპის ვირუსის შესახებ. დაუდგენელი ტიპის პნევმონია ჩინეთში დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდა. 7 იანვარს ჩინელმა სპეციალისტებმა დაადგინეს ვირუსის გამომწვევი მიზეზი - ეს კორონავირუსი 2019-nCoV-ია.

ჩინეთში ადასტურებენ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system