თავში

ჩინეთში კორონავირუსით სულ უფრო ცოტა ადამიანი იღუპება

ჩინეთში კორონავირუსით სულ უფრო ცოტა ადამიანი იღუპება
ჩინეთში კორონავირუსით სულ უფრო ცოტა ადამიანი იღუპება

97 ადამიანი გარდაიცვალა გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით. გასულ დღეებში, ლეტალურად დასრულებული ინფიცირების შემთხვევები შედარებით მეტი იყო. 

ამ დრომდე, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 442-მდეა გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა. გარდაცვალების ფაქტების უმეტესობა პროვინცია ჰუბეის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა. 

არსებული მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 648 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. სულ ინფიცირებულთა რიცხვმა 76 936-ს მიაღწია.

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები 32 ქვეყანაში დაფიქსირდა. მათ შორის, ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაშია დადასტურებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system