თავში

ჩინეთში მაღაროელებს რობოტები ჩაანაცვლებენ

ჩინეთში მაღაროელებს რობოტები ჩაანაცვლებენ
ჩინეთში მაღაროელებს რობოტები ჩაანაცვლებენ

ჩინეთში, ქვანახშირით მდიდარ პროვინცია შანქსში საშიშ ადგილებში მაღაროელების ნაცვლად რობოტები იმუშავებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ათწლეულების განმავლობაში შანქსის მაღაროებში მდგომარეობა სულ უფრო რთულდება და იქ მომუშავე ადამიანები მუდმივად საფრთხის ქვეშ არიან. ამიტომ შანქსის პროვინციის მრეწველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, პროვინციის ზოგიერთ მაღაროში, სადაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა მეშახტეები რობოტებმა ჩაანაცვლეს. გატესტვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რობოტებმა უბედური შემთხვევები 10%-ით, ხოლო საშიშ ადგილებში პერსონალის რაოდენობა 60%-ით შეამცირეს.

ზემოაღნიშნული დეპარტამენტის წევრები აცხადებენ, რომ შანქსის პროვინცია რობოტების კვლევას, განვითარებასა და გამოყენებას სამთო მრეწველობაში, ტრანსპორტირებაში, უსაფრთხოების კონტროლისა და ქვანახშირის მაღაროებში, ასევე სამაშველო სამუშაოების დროს განაგრძობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system