თავში

ჩინეთში მარათონის 21 მონაწილე უამინდობას ემსხვერპლა

ჩინეთში მარათონის 21 მონაწილე უამინდობას ემსხვერპლა
ჩინეთში მარათონის 21 მონაწილე უამინდობას ემსხვერპლა

ჩინეთშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, განსუს პროვინციაში, ულტრამარათონის დროს უამინდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN იუწყება.

გამოცემის ცნობით, მარათონი ეროვნულ პარკში, 100 კმ-იან მთიან მონაკვეთზე იმართებოდა. დაახლოებით შუადღისას, როდესაც მონაწილეები 20-31 კმ მანძილზე იყვნენ მოულოდნელად, ამინდი გაუარესდა. დროის მცირე მონაკვეთში მოვიდა სეტყვა და ამოქროლდა ძლიერი ქარი. ტემპერატურა მკვეთრად დაეცა.

მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელშიც 700-ზე მეტი სამაშველო პერსონალი მონაწილეობდა, ულტრამარათონის 172 მონაწილიდან 151 მათგანის ევაკუაცია განხორციელდა. 21 მონაწილე დაიღუპა, ხოლო რვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილებში შედის 31 წლის სპორტსმენი ლიანგ ჯინგი, რომელიც ულტრამარათონების მრავალგზის გამარჯვებული და ორი ეროვნული რეკორდის მფლობელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system