თავში

ჩინეთში მეტეორების წვიმა დაფიქსირდა - VIDEO

ჩინეთში მეტეორების წვიმა დაფიქსირდა
ჩინეთში მეტეორების წვიმა დაფიქსირდა - VIDEO

მეტეორების წვიმა წელიწადის ერთსა და იმავე დროს ხდება, როდესაც დედამიწა ასტეროიდების ნამსხვრევების გროვას უახლოვდება. ჩინეთის ქალაქ ლიძიანში დეკემბერში ტყუპების თანავარსკვლავედის მეტეორების წვიმის დანახვა ყველაზე კარგად არის შესაძლებელი.

მეტეორული ნაკადი მეტეორების ერთობლიობაა, რომლებიც პარალელურად მოძრაობენ, რის გამო ცის თაღზე მათი ხილული გზები თითქოს ერთი წერტილიდან, ეგრეთ წოდებული რადიანტიდან გამოდის. (რადიანტი ლათინურად სხივის მატარებელს ნიშნავს და აღნიშნავს წერტილს ცაზე, რომელიც მეტეორთა ნაკადის ცენტრი გვგონია). ღამით ისინი მეტეორების წვიმის გასაოცარ ეფექტს ქმნიან. მეტეორული ნაკადების დანახვა შესაძლებელია მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტებზე მოძრავი მეტეორული სხეულების გუნდების დედამიწის ატმოსფეროსთან შეხვედრისას. მეტეორულ ნაკადებს სახელს იმ თანავარსკვლავედების მიხედვით არქმევენ, რომლებშიც მათი რადიანტები მდებარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system