თავში

ჩინეთში მორიგი კოვიდაფეთქებაა, წესდება შეზღუდვები

​ჩინეთში მორიგი კოვიდაფეთქებაა, წესდება შეზღუდვები
ჩინეთში მორიგი კოვიდაფეთქებაა, წესდება შეზღუდვები

ჩინეთის ხელისუფლებამ ასობით ავიარეისი გააუქმა, სკოლები დახურა და მასობრივი ტესტირება დაიწყო, მას შემდეგ რაც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში COVID-19-ის, ტურისტებთან დაკავშირებული აფეთქება დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ახალი შემთხვევები მეხუთე დღეა ვლინდება, რის გამოც კორონავირუსზე კონტროლი გამკაცრდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 28 შემთხვევა დადასტურდა.

COVID-19-ის ბოლო აფეთქება ასაკოვან წყვილს უკავშირდებოდა, რომელის ტურისტების ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა. ცოლ-ქმარი შანხაიდან სიანში ჩავიდა, შემდეგ კი შიდა მონღოლეთში. მას შემდეგ სხვადასხვა რაიონებში, პეკინის ჩათვლით, ამ მოგზაურობის დროს მჭიდრო კონტაქტების შედეგად ათობით შემთხვევა გამოვლინდა.

რაიონები, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა, იზოლირებულია, ტურისტული ობიექტები, სკოლები და გასართობი ადგილები კი დაიხურა. მათ, ვისაც აქედან გადაუდებელი მიზეზით გამგზავრება უწევს, ტესტი უნდა ჩააბარონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system