თავში

ჩინეთში პნევმონიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში პნევმონიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა
ჩინეთში პნევმონიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ახალი ტიპის პნევმონიით, 2019-nCoV-ით, გარდაცვლილთა რიცხვმა სამს მიაღწია. ამ დროისთვის დაავადებული 198 ადამიანია, მათ შორის 77 შემთხვევა ერთ დღეში,19 იანვარს გამოვლინდა. ინფიცირებული პაციენტები მკურნალობას იზოლირებულად გადიან.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 31 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ინფორმაცია მიაწოდა ახალი, უცნობი ტიპის ვირუსის შესახებ. დაუდგენელი ტიპის პნევმონია ჩინეთში დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდა. 7 იანვარს ჩინელმა სპეციალისტებმა დაადგინეს ვირუსის გამომწვევი მიზეზი - ეს კორონავირუსი 2019-nCoV-ია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system