თავში

ჩინეთში პოლიციამ 750 კგ კოფეინი ამოიღო

​ჩინეთში პოლიციამ 750 კგ კოფეინი ამოიღო
ჩინეთში პოლიციამ 750 კგ კოფეინი ამოიღო

ჩინეთის ჩრდილოეთით, შიდა მონღოლეთის პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა და 750 კგ კოფეინი ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

ქალაქ ბაოტოუს პოლიციაში შემოვიდა ინფორმაცია ნარკორეალიზატორთა ჯგუფის შესახებ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ნარკომანი დააკავეს. შემდგომმა გამოძიებამ პოლიცია მიიყვანა ქალთან, სახელად გაო, რომელიც ნარკორეალიზატორთა რთული იერარქიის მქონე ქსელს მართავდა.

გაო, რომლის მეუღლე და უმცროსი ვაჟი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის საპატიმროში იმყოფებიან, სატვირთო მანქანაში კოფეინის ტრანსპორტირებაში უფროს ვაჟთან ერთად ამხილეს.

ადგილობრივმა პოლიციამ სატვირთო მანქანაში 30 ტომარაში დამალული კოფეინი იპოვა და ორივე ეჭვმიტანილი დააკავა. ცალკეული რეიდების შედეგად, პოლიციამ სხვა ეჭვმიტანილებიც დააკავა. გამოძიება გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system