თავში

ჩინეთში სატვირთო კლდიდან გადავარდა - გარდაცვლილია 12 ადამიანი

ჩინეთში სატვირთო კლდიდან გადავარდა - გარდაცვლილია 12 ადამიანი
ჩინეთში სატვირთო კლდიდან გადავარდა - გარდაცვლილია 12 ადამიანი

ჩინეთის აღმოსავლეთით, ანჰუის პროვინციაში, თორმეტი ადამიანი დაიღუპა მსუბუქი სატვირთო ავტომანქანის კლდიდან გადავარდნის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა China Daily ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი კვირას შუადღეს, ტაიჰუს ოლქში მოხდა. შემთხვევის დროს სატვირთოში მძღოლი და 13 მგზავრი იმყოფებოდა.

როგორც პოლიციამ განმარტა, 11 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი  საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. კიდევ ორი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ავარიის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system