თავში

ჭკვიან ბეჭედს ტემპერატურის დადგენა სიმპტომების გამოვლინებამდე შეუძლია

ჭკვიან ბეჭედს ტემპერატურის დადგენა სიმპტომების გამოვლინებამდე შეუძლია
ჭკვიან ბეჭედს ტემპერატურის დადგენა სიმპტომების გამოვლინებამდე შეუძლია

მეცნიერების განცხადებით, Oura-ს ჭკვიანს სენსორულ ბეჭედს, რომელიც მუდმივად ზომავს ადამიანის ტემპერატურას,  ასევე შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ აღენიშნება. ამის შესახებ Daily Mail წერს.

კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ლინკოლნის ლაბორატორიის ექსპერტებმა შეისწავლეს მონაცემები იმ 50 ადამიანის შესახებ, რომლებსაც კვლევის დაწყებამდე ჰქონდათ კორონავირუსი და Oura-ს ჭკვიან ბეჭედს ატარებენ.

მათ დაადგინეს, რომ ბეჭდიდან მიღებული ტემპერატურის მონაცემები საიმედოდ შეიძლება ჩაითვალოს და განისაზღვროს COVID-19-ის ადრეული ტემპერატურის კონტროლი, რადგან ცხელება მანამდე დაფიქსირდა, სანამ სიმპტომები გამოვლინდებოდა.

ექსპერტებმა ასევე დასძინეს, რომ კვლევაში სადაც მხოლოდ 50 ადამიანი მონაწილეობს, ძნელია იმის დადგენა, არის თუ არა ეს მოწყობილობა კორონავირუსის დასადგენად გამოსადეგი. მკვლევართა მიზანი 65 000 ადამიანის შესწავლაა, რომლებიც ფინური კომპანიის მიერ დამზადებულ Oura-ს ბეჭედს ატარებენ. შედეგად შემუშავებული იქნება ალგორითმი და დადგუნდება, შეუძლია თუ არა სენსორულ ბეჭედს COVID-19-ის სიმპტომების გამოვლენა.

მკვლევარების თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ წლის ბოლოს ამ მიზანსმიაღწევენ და ეს საშუალებას მისცემს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად უფრო სწრაფად იმოქმედონ. 

მომავალში მკვლევარები ინფექციურ დაავადებებზე, მაგალითად გრიპზე, ადრეული გამოვლენის მეთოდების გაფართოებას გეგმავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system