თავში

ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთან მოლაპარაკების გაგრძელებას არ აპირებს

ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთან მოლაპარაკების გაგრძელებას არ აპირებს
ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთან მოლაპარაკების გაგრძელებას არ აპირებს

ჩრდილოეთ კორეა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გაგრძელებას საჭიროდ არ მიიჩნევს, ვინაიდან ეს ვაშინგტონისთვის ე.წ "პოლიტიკურ იარაღს" წარმოადგენს.  ამის შესახებ Reuters ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ჩე სონ ჰუს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი მომავალ კვირას ეწვევა სამხრეთ კორეას, სადაც ჩრდილოეთ კორეასთან შეწყვეტილ მოლაპარაკებებს განიხილავს.

ოთხშაბათს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე-ინმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს აშშ-ში არჩევნების გამართვამდე, რათა  განაახლონ ბირთვული მოლაპარაკებები.

ასევე, ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი არჩევნების წინ მოლაპარკებების მიზნით კიმ ჩენ ინს შეხვდებოდა. 

ტრამპი და კიმ ჩენ ინი მოლაპარაკების  პირველად 2018 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, მათი მორიგი შეხვედრა  2019 წელს ვიეტნამში გაიმართა. მათი მესამე შეხვედრა კი 2019 წელს შედგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system