თავში

ჩრდილოეთ კორეა და ახალი საფრთხეები - მოლაპარაკებები შეწყდა

ჩრდილოეთ კორეა და ახალი საფრთხეები - მოლაპარაკებები შეწყდა
ჩრდილოეთ კორეა და ახალი საფრთხეები - მოლაპარაკებები შეწყდა

ჩრდილოეთ კორეა თეთრ სახლთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მცდელობებზე უარს ამბობს. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, რი სონ გვნონის განცხადებით, ორი წლის წინ დონალდ ტრამპისa და კიმ ჩენ ინის შეხვედრის შემდეგ გაჩენილი იმედის ვარსკვლავი ჩაქრა.

ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ტრამპი ამბობდა, რომ ფხენიანის მხრიდან ატომური იარაღის შემუშავების საფრთხე აღარაა, თუმცა როგორც ჩანს ბუნდოვანი შეთანხმება არ შესრულდება. 

აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები პირველი შეხვედრის შემდეგ, კიდევ რამდენჯერმე დასხდნენ მაგიდასთან. ერთ-ერთ შეხვედრაზე ფხენიანმა სანქიცების სრულად მოხსნა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბირთვული იარაღის წარმოებით დაიმუქრა.

ამისს შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაცივდა.ახლა კი, პარასკევს, ფხენიანმა განცხადება გააკეთა, სადაც ისინი აშშ-თან მოლაპარაკებების უშედეგობაზე მიუთითებენ და მათთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტენ.

როგორც ჩანს, ტრამპის განცხადება, რომ ჩრდილოეთ კორეა საფრთხეს აღარ წარმოადგენს სიმართლე აღარაა და კიმ ჩენ ინის მილიტარისტული ამბიციები კითხვის ნიშნებს აჩენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system