თავში

ჩრდილოეთ კორეა დემილიტარიზირებულ ზონაში ჯარის შეყვანას არ გამორიცხავს

​ჩრდილოეთ კორეა დემილიტარიზირებულ ზონაში ჯარის შეყვანას არ გამორიცხავს
ჩრდილოეთ კორეა დემილიტარიზირებულ ზონაში ჯარის შეყვანას არ გამორიცხავს

ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბი არ გამორიცხავს, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეებს შორის არსებულ დემილიტარიზირებულ ზონაში ჯარებს შეიყვანს. ამის შესახებ შტაბის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხედრო დაპირისპირებისთვის მზადაა.

"კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი ჯარი, სამხედრო კუთხით, ნებისმიერი გარე ზომის, რომელსაც პარტია და მთავრობა იღებს, სანდო გარანტიის უზრუნველყოფისთვის მზად არის", - აღნიშნეს გენშტაბში.

ორ კორეას შორის კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჩრდილოეთ კორეაში ანტისამთავრობო პროპაგანდის შემცველი ფურცლები გავრცელდა. ჩრდილოეთ კორეა ამაში სამხრეთ კორეას ადანაშაულებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system