თავში

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე ჭურვი გაუშვა

​ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე ჭურვი გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე ჭურვი გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე, სულ მცირე, ერთი ამოუცნობი ჭურვი გაისროლა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას სამხრეთ კორეის სამხედროებზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსების განცხადებაში აღნიშნულია, სავარაუდოდ, ეს ბალისტიკური რაკეტა იყო.

არსებული ინფორმაციით, ჭურვი იაპონიის ზღვაში, ჩავარდა. იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მან დაახლოებით 500 კმ დაფარა.

"გასული წლიდან ჩრდილოეთ კორეამ არაერთხელ გაუშვა რაკეტები, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განუცხადა ჟურნალისტებს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system